Foto

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანეს - დაშავდა რამდენიმე ადამიანი

რუსმა ოკუპატებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანეს.

როგორც დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერხი ლისაკი Telegram-ზე წერს, თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 3 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ლისაკის თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, კერძო საწარმოების შენობები და ავტომანქანები.

მისივე ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა იერიშისას დროს 15 დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.