Foto

კიშინიოვში პროდასავლური კურსის მხარდასაჭერად მასობრივი აქცია გაიმართა

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მასობრივი აქცია გაიმართა. Reuters-ის ცნობით, ქვეყნის პროდასავლური ხელისუფლების მხარდასაჭერად დედაქალაქში ათიათასობით მოლდოველი შეიკრიბა.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ. მან რუსეთი ანტისამთავრობო პროტესტისა და პროპაგანდის გაღვივებით, მოლდოვის ევროინტეგრაციის საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა.

„მოლდოველები ევროპელები არიან და შვიდ წელიწადში ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები. ჩვენ, ამ ქვეყნის ხალხმა ახლა გადავწყვიტეთ, რომ მოლდოვამ თავი ასწიოს და ამაყად წავიდეს წინ ევროკავშირისკენ“,- თქვა სანდუმ.

აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამაც მიმართა და აღნიშნა, რომ მოლდოვა ევროინტეგრაციისთვის მზად არის.