საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მმართველმა პარტიამ „ახალი დემოკრატია“ მოიპოვა, თუმცა მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ბარიერი ვერ გადალახა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც Reuters-ი წერს, ამ დროისთვის ხმების უმეტესობა დათვლილია, მათგან 40,8% მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ „ახალი დემოკრატია“ მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა პარტია „სირიზამ“ კი, ამომრჩეველთა ხმების 20,1%-ის მოპოვება შეძლო.
მედიის ცნობით, საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ პირველ სამ ადგილზე გასულ პარტიებს - „ახალ დემოკრატიას“, „სირიზასა“ და სოციალისტურ „პასოკს“ კოალიციური მთავრობის შესაქმნელად სამდღიან ვადას მისცემს.
იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი მათგანი კოალიციის შექმნას ვერ მოახერხებს, საკელაროპულო დანიშნავს დროებით მთავრობას, რომელიც დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ ახალ არჩევნებს მოამზადებს.
ცნობისთვის, საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press