Foto

„ლიბერთის“ მხარდაჭერით ონლაინ პლატფორმა Lingwing ქართული ენის შემსწავლელ კურსს აანონსებს

22 მაისს, "ლიბერთისა" და უცხოური ენების შემსწავლელ წამყვან ონლაინ პლატფორმა - Lingwing-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის ფარგლებში, "ლიბერთის" მხარდაჭერით Lingwing-მა შექმნა ქართული ენის შემსწავლელი საბაზისო კურსი. პლატფორმაზე ქართული ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება ინგლისური და უკრაინული ენებიდან. 

ამ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს მარტივად შეისწავლონ ქართული ენა. 

სასწავლო კურსი ითვალისწინებს საქართველოში მყოფი უკრანელებისთვის ქართული ენის შესწავლას. 

ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, წლის ბოლომდე ყოველგვარი ღირებულების გარეშე შეისწავლოს ქართული ენა. ივნისიდან აღნიშნულ პლატფორმას დაემატება A1 -2 და A1 -3 სასწავლო კურსი, რაც ქართული ენის კიდევ უფრო რთულ და დახვეწილ დონეს გულისხმობს. 

"ლიბერთი" აგრძელებს განათლების ხელშეწყობას. ამ პროექტზე უკვე ექვსი თვეა ვმუშაობთ და დღეს მოხარული ვართ, რომ Lingwing-თან პარტნიორობით შევძელით კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ემიგრაციაში მცხოვრები ქართველების საჭიროებებთან და სწორედ მათთვის და მათი შვილებისთვის შევქმენით ქართული ენის შემსწავლელი კურსი. ჩვენი კურსის დახმარებით ისინი ისწავლიან ან განიმტკიცებენ მშობლიური ენის ცოდნას - უსასყიდლოდ, მარტივად და დამოუკიდებლად, ონლაინ ან მობილური აპლიკაციით. გარდა ამისა, მოხარული ვართ და გვეამაყება რომ ინგლისური და უკრაინული ენების მცოდნე ადამიანები შეძლებენ მარტივად შეისწავლონ საბაზისო ქართული",- აცხადებს თამარ ზაქარიაძე, "ლიბერთის" კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

"Lingwing წარმოადგენს წამყვან ონლაინ პლატფორმას, რომელიც ტექნოლოგიური პროდუქტია და იყენებს ინოვაციური სწავლის მეთოდს. ჩვენი ბრენდის მთავარი ამოცანაა ყველაზე მარტივად, სახალისოდ და ხელმისაწვდომად ასწავლოს ენა მომხმარებელს. დღეისთვის, ჩვენს სერვისს საქართველოში 280 000 ადამიანზე მეტი იყენებს. ამჟამად ქვეყანაში, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, 25406 უკრაინელი დევნილია და საზოგადოებაში მათი ინტეგრირებისთვის და დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია ქართული ენის ელემენტარული ცოდნა. "ლიბერთის" და  Lingwing-ის თანამშრომლობა მკაფიოდ გამოხატავს ჩვენს ეროვნულ ინტერესს ქართული ენის პოპულარიზაციისა და გავრცელებისთვის. ორმაგად სასიამოვნოა რომ ქართულ ენას შეისწავლის ის მომავალი თაობა, რომელიც ემიგრაციაში იზრდება",- ამბობს ვატო ველიაშვილი,  ლინგვინგის დამფუძნებელი.

დეტალურად იხ: https://bit.ly/43hb2VH

"ლიბერთის" შესახებ:

"ლიბერთი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. "ლიბერთი" ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

ონლაინ პლატფორმა  Lingwing-ის შესახებ:

Lingwing წარმოადგენს წამყვან ონლაინ პლათფორმას, რომელიც თავისთავად ტექნოლოგიური პროდუქტია და რომელიც ინოვაციური სწავლის მეთოდს იყენებს. 

Lingwing-ის მთავარი ამოცანაა ყველაზე მარტივად, სახალისოდ და ხელმისაწვდომად ასწავლოს ენა მომხმარებელს.  დღეისთვის, ჩვენს სერვისს საქართველოში 280 000 ადამიანზე მეტი იყენებს.