არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული ინიციატივა, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთს აქ უპირატესობა ჰქონოდა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკიმ ენმ-ს განცხადებას, რომ დაუყოვნებლივ იყოს განხილული მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას კრძალავს.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობა" არის პროვოკაციების მაორგანიზებელი ძალა, რომელიც რევოლუციურ კომიტეტად ჩამოყალიბდა, რომლის მიზანიც ერთადერთია და ეს არის დესტაბილიზაცია.
„ვფიქრობ, საკმარისად მკაფიოდ გამოვხატეთ პოზიცია „ნაცმოძრაობის“ ინიციატივებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებიც სტრატეგიულ მიმართულებას ეხება. რასაკვირველია, ამ თემაზე გაგრძელდება მსჯელობა. „ნაციონალური მოძრაობა“არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყნის 20 პროცენტი ჩააბარა და რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს სამხედრო სტრატეგიული უპირატესობა, რადგან ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ახდენს. სტრატეგიული ობიექტები ხელში აქვს აღებული, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩააბარა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მათი ინიციატივა სიყალბედ უნდა იქნას განხილული.
საქართველოში არ უნდა იყოს დაშვებული არანაირი სანქცირებული კომპანია, მათი საქმიანობა, აქტივობები და ის ადამიანები, ვინც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია. ამას რაიმე დამატება ან უკეთ ჩამოყალიბება თუ სჭირდება, რასაკვირველია, ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული ინიციატივა, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთს აქ უპირატესობა ჰქონოდა. ეს იქნება წამგებიანი ქვეყნისთვის, აბსოლუტურად მიუღებელი საზოგადოებისთვის როგორც დღეს, ასევე ხვალ. ეს არის პროვოკაციების მაორგანიზებელი ძალა, ეს არის ძალა, რომელიც ჩამოყალიბდა რევოლუციურ კომიტეტად და რომლის ერთადერთი მიზანია დესტაბილიზაცია და საქართველო კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს", - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს, 22 მაისს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოითხოვა, დაუყოვნებლივ მოხდეს კანონპროექტის განხილვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული პირების შემოსვლას აკრძალავს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press