ირაკლი კობახიძე ახლა მთლიანად იხსნის ნიღაბს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი ადამ კინზინგერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის სანქცირებული წევრების საქართველოში ვიზიტზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც კინზინგერი აღნიშნავს, ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლი კობახიძეს კი, სურს.
"ირაკლი კობახიძე ახლა მთლიანად იხსნის ნიღაბს. ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლის სურს", - განაცხადა კინზინგერმა.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აწარმოებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ლავროვის ოჯახის ქორწილის ჩაშლაას ხალხის გამარჯვებად თვლის და აღნიშნავს, რომ ეს არის სამარცხვინო.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press