ევროკავშირი ოფიციალურად იწყებს მისიას მოლდოვის უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოლდოვის რესპუბლიკის დესტაბილიზაციის მცდელობები შესამჩნევად გაიზარდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ და წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს ევროკავშირის გარე საზღვრების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.
მოლდოვის ხელისუფლების მოთხოვნით შექმნილი მისიის მიზანია, დაეხმაროს ქვეყანას, გააძლიეროს კრიზისის მართვის სტრუქტურები და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ მექანიზმები.
„დღეს საბჭო იწყებს ევროკავშირის პარტნიორობის მისიას მოლდოვის რესპუბლიკაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის, გააძლიეროს უსაფრთხოების სექტორი ქვეყანაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press