ხონში ცოფის დადასტურებული შემთხვევის გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა, - ამის შესახებ ხონის მერმა, ლადო ჯურხაძემ განაცხადა.
ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ძაღლს, რომელმაც ხონში 3 ბავშვი დაკბინა ცოფი დაუდასტურდა.
ბავშვები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
ძალღთან კონტაქტის არსებობის შემთხვევაში, ჯანდაცვის ცენტრი საზოგადოებას სამედიცინო დაწესებულებისთვის დაუყოვნებლივ მიმართვისკენ მოუწოდებს.
"ხონის მუნიციპალიტეტში, "ყავის სახლი"- ს მიმდებარე ტერიტორიასთან (პოლიცის ძველი შენობის წინ) მოძრაობდა შავი ფერის ძაღლი, რომელმაც დაკბინა სამი ბავშვი მიმდინარე წლის 18 მაისს.
22 მაისს დამკბენ ცხოველს პირველადი კვლევით დაუდასტურდა ცოფი, ძაღლი დაეცა (მკვდარია).
თუ ვინმეს გქონდათ კონტაქტი მსგავს ძაღლთან, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press