გვსურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი მიმდინარე წლის დეკემბერში, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოს დაუსახელა 12 პრიორიტეტი, რომელთა შესრულებაშიც საქართველოს მხრიდან წინსვლა იგრძნობა, მაგრამ მათ სურთ, რომ საქართველო კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს.
„ჩვენ საქართველოს დავუსახელეთ 12 პრიორიტეტი და გვსურს, დავინახოთ მნიშვნელოვანი წინსვლა ამ რეკომენდაციების შესრულებაში, ამჟამად, განსაკუთრებით, მართლმსაჯულებისა და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. ჩვენ გვინდა, დავინახოთ, რომ საქართველო კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს. ქვეყანამ ზოგიერთი რეკომენდაცია შეასრულა, ზოგის შემთხვევაში, გვსურს, ვიხილოთ მნიშვნელოვანი წინსვლა“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press