მე ხაზი გავუსვი, რომ ჩვენს მიერ იარაღის მიწოდების შეყოვნების ყოველი დღე ადამიანების სიცოცხლით იზომება, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა.
იარაღის მიწოდების საკითხთან ერთად, როგორც ბორელი აღნიშნავს, მინისტრებმა ასევე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი, რომელიც ფოკუსირებულია მოქმედი შეზღუდვების გვერდის ავლის აღკვეთაზე.
„მე ხაზი გავუსვი, რომ ჩვენს მიერ იარაღის მიწოდების შეყოვნების ყოველი დღე ადამიანების სიცოცხლით იზომება. ეს არ არის ფულის საკითხი, საქმე ეხება ადამიანებს, სამხედროებს, რომლებსაც კლავენ ან ჭრილობებს აყენებენ. მოვუწოდებ ყველა მინისტრს, დააჩქარონ მიწოდება და მონაწილეობა მიიღონ უკრაინისთვის აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვაში, ასევე დაასრულონ მუშაობა ევროპის მშვიდობის ფონდიდან მორიგი ტრანშის გამოყოფაზე. კარგი სიახლეა, რომ ევროპულმა საწვრთნელმა მისიამ დაასრულა 15 უკრაინელი სამხედროს მომზადების პირველადი ამოცანა და ამ წლის ბოლომდე კიდევ 15 ათასს მოვამზადებთ. განვიხილეთ სანქციების მე-11 პაკეტი. ფოკუსი კეთდება სანქციების გვერდის ავლაზე, რასაც აქვს ადგილი. ჩვენ უნდა აღვკვეთოთ სანქციების გვერდის ავლის გზები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციები სუსტდება“,- განაცხადა ბორელმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press