ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა (FSB) და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებს დაარტყეს. აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა ონლაინ გამოცემა SOTA-მ და რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემა Readovka-მ გაავრცელეს.
SOTA-ს ცნობით, თავდასხმები სამთავრობო Rybar Telegram-ის არხმა დაადასტურა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
როგორც SOTA წერს, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ წყაროებზე მითითების გარეშე.
შეგახსენებთ, ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გუშინ, 22 მაისს ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა "ტელეგრამ-არხზე" გაავრცელა.
მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა Suspilna-ს განუცხადა, რომ "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონმა და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" ბელგოროდში ოპერაციის განხორციელება დაიწყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოლქში "ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეები" შევიდნენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press