საქართველოს მკაფიო და პრინციპული გზავნილია ყველას და პირველ რიგში, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ, რომ ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.
მდინარაძის განცხადებით, ქვეყნის აღნიშნული გზავნილი საქართველოს ომში ჩართვის შესახებ "გლობალური თუ რეგიონული ომის პარტიის" გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება.
"საქართველოს მკაფიო და პრინციპული გზავნილია ყველას და პირველ რიგში, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ, რომ ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის.
ეს, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება გლობალური თუ რეგიონული ომის პარტიის პრაქტიკულად გაცხადებულ მიზანს საქართველოს ომში ჩართვის შესახებ.
სწორედ ამიტომ ტესტავენ ისინი აზრს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს პერსპექტივების შესახებ. თანაც, ბოლო დროის ყველაზე სპეკულაციური მესიჯით, რომ თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობით დაბრუნების მიზანი “რუსული ნარატივია”. ეს არის ქართული მიზანი და ეროვნული საქმე! ქვეყნის ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა! გილოცავთ აფხაზეთობას!"- წერს მდინარაძე "ფეისბუქის" გვერდზე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press