Foto

პოდოლიაკი - რაც უფრო მალე დატოვებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიას, საბოლოოდ მით უფრო ნაკლებად კატასტროფულად დაასრულებს

დროა, რუსულმა რეჟიმმა ობიექტურ რეალობაზე იფიქროს, - ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, რაც უფრო მალე დატოვებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიას, საბოლოოდ მით უფრო ნაკლებად კატასტროფულად დაასრულებს 

"სრულმასშტაბიანი ომის მეთხუთმეტე თვეში, ოფიციალურმა კრემლმა (პესკოვის მიერ) საბოლოოდ ჩამოაყალიბა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზანი: აღეკვეთა ბელგოროდის რეგიონის დაცემა. ძალიან უგუნური და შორსმჭვრეტელი. მათ უნდა იფიქრონ ერთი ნაბიჯით წინ და დაიწყონ "რუსული გამარჯვების" ახალი საინფორმაციო კამპანია.

სერიოზულად კი, დროა, რუსულმა რეჟიმმა ობიექტურ რეალობაზე იფიქროს, რაც უფრო მალე დატოვებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიას, მით უფრო ნაკლებად კატასტროფულად დაასრულებს საბოლოოდ", - წერს პოდოლიაკი.