Foto

სანდუ - მოლდოვაში ჩასვლის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინს დააკავებენ

მოლდოვაში ჩასვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დააკავებენ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლდოვამ სისხლის სამართლის სასამართლოს შეთანხმებას ხელი მოაწერა და პატივს სცემს მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„დიახ, მოლდოვამ ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სასამართლოს შეთანხმებას და პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სანდუმ.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას  დაკავების ორდერი გასცა.