რუსეთის სასამართლომ WSJ-ის დაკავებული ჟურნალისტს, ევან ჰერშკოვიჩს პატიმრობის ვადა 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, აქედან გამომდინარე დამატებითი დეტალები ამჟამად უცნობია.
შეგახსენებთ, რომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი მარტის ბოლოს ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. თავად Wall Street Journal-ი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.
აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აღნიშნა, რომ გერშკოვიჩი რუსეთმა არასწორად დააკავა.
კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ეს არ იყო პუტინის გადაწყვეტილება, არამედ „სპეციალური სამსახურების სრული პრეროგატივა".
მსოფლიოს 30-ზე მეტი მედიასაშუალების ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა წერილს, სადაც აშშ-ში რუსეთის ელჩს, ანატოლი ანტონოვს ჟურნალისტის გათავისუფლებას სთხოვენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press