ყოველი ვიზიტი საზღვარგარეთ და თითქმის ყველა მოლაპარაკება უკრაინას საშუალებას აძლევს, გაძლიერდეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაური ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ვუგლედარი-მარინკას მიმართულებით ფრონტის ხაზზე ჩასვლას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ცხელი წერტილების" მონახულება პარტნიორებთან გამართული მოლაპარაკებების ბოლო კომპონენტია.
„ფრონტზე ეს მოგზაურობა იყო ბოლო კომპონენტი პარტნიორებთან მრავალი შეხვედრის და მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა ამ დღეებში, ასევე, წინა კვირებში. ეს ყველამ უნდა გაიგოს. ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა და პრაქტიკულად ყველა ჩვენი საერთაშორისო კომუნიკაციის მიზანია უკრაინის გაძლიერება, თავდაცვის გაძლიერება, ჩვენი მეომრებისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაზრდა. ყოველი ვიზიტი საზღვარგარეთ და თითქმის ყველა მოლაპარაკება უკრაინას საშუალებას აძლევს, გაძლიერდეს“,- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში, უფრო ადრე კი, იტალიაში იმყოფებოდა.ზელენსკიმ შეხვედრები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, ასევე პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან გამართა.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაური გასულ კვირას ასევე იმყოფებოდა იაპონიაში, სადაც "დიდი შვიდეულის" სამიტს დაესწრო.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press