ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს რუსული პარტიის პრემიერ-მინისტრისგან, ანტონი ღარიბაშვილისგან,- ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას.
ხაბეიშვილის თქმით, თუ ვინმე აქეზებს ომს საქართველოში, ეს არის „რუსული ოცნება“.
„ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს რუსული პარტიის პრემიერ-მინისტრისგან, ანტონი ღარიბაშვილისგან, რომელიც ამბობს, რომ თურმე უკრაინას, ამერიკას და ცივილიზებულ სამყაროს უნდა საქართველოს ომში ჩართვა. ეს, ცხადია, არის ტყუილი და რუსული პროპაგანდა. თუ ვინმე აქეზებს ომს საქართველოში, ეს არის „რუსული ოცნება“, როცა 100 000 რუსი შემოდის საქართელოში და არ დაგვავიწყდეს, რომ ხვალ შეიძლება პუტინმა თქვას, რომ ამ რუსი მოქალაქეების დასაცავად მივდივარ ახლა მე საქართველოშიო.
როცა ღარიბაშვილი ცივილიზებულ სამყაროზე ლაპარაკობს, ჯობია, რომ მე მგონი, პირი ამოიკეროს ამ მხრივ. აღარ დარჩათ პარტნიორი არსად. სადაც იყვნენ გაერთიანებული, იქიდანაც კი კინწისკვრით გამოვარდნენ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press