თუ მათ [რუსებს] სჯერათ, რომ ბახმუტი აიღეს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. დღეს ბახმუტის ნაწილი ჩვენს ხელშია, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
როგორც დანილოვმა აღნიშნა, ბახმუტის მიმართულებით ბევრი რუსი სამხედრო დაიღუპა, გარდა ამისა, განადგურდა მათი სამხედრო ტექნიკა.
"თუ მათ [რუსებს] სჯერათ, რომ ბახმუტი აიღეს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. დღეს ბახმუტის ნაწილი ჩვენს ხელშია. ბახმუტის მიმართულებით რუსი სამხედროების დიდი რაოდენობა დაიღუპა. არა მხოლოდ "ვაგნერელები", არამედ სპეცრაზმელები, მედესანტეები და რუსეთის არმიის სხვა შტოების წარმომომადგენლები. განადგურდა დიდი რაოდენობით [სამხედრო] ტექნიკა და დახარჯეს უზარმაზარი საბრძოლო მასალა", - განაცხადა დანილოვმა.
შეგახსენებთ, რომ 20 მაისს, "ვაგნერის" ლიდერმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსებმა საბოლოოდ მოახერხეს ბახმუტის დაკავება. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ეს ინფორმაცია და დასძინა, რომ ბახმუტში ვითარება კრიტიკულია და მძიმე ბრძოლები გრძელდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press