ისინი [ევროკავშირი] თუ ჩვენი პარტნიორები არიან, უნდა გაიგონ, რომ საქართველოს [რუსეთთან] ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა.
როგორც წაქაძემ აღნიშნა, საქართველოს პოზიცია თავიდანვე ნათელი იყო და დაფიქსირდა, რომ საქართველო ვერ ჩაერთვებოდა იმ რეგულაციებში, რომელიც ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ დააწესა, ვინაიდან საქართველოს რუსეთის გარეშე არსებობა არ შეუძლია.
"ისინი [ევროკავშირი] თუ ჩვენი პარტნიორები არიან, უნდა გაიგონ, რომ საქართველოს [რუსეთთან] ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება. სხვანაირად ჩვენ გაგვიჭირდება და ვერავინ გვეხმარება. დაველოდოთ რას იტყვიან. დარწმუნებული ვარ, თუ ისინი [ევროკავშირი] ანალიზს გააკეთებენ, თუ რას აკეთებს საქართველო და როგორ სჭირდება ეს, სხვანაირად ჩვენ ვერ ვიარსებებთ, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვერ ჩავერთვებით იმ რეგულაციებში, რაც ევროპამ დააწესა და ეს იციან.
თვითონ ევროპა იძულებულია, ყველაზე საჭირო პროდუქცია მისგან [რუსეთისგან] იყიდოს, მაგალითად, ამერიკელები ყიდულობენ სასუქს, ევროპელები გაზს, უამრავ პროდუქტს სხვადასხვა ლითონებს და ა.შ. და რატომ ყიდულობენ, რადგან ეს სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ ასევე ჩვენ გვესაჭიროება ურთიერთობა ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი პროდუქცია სჭირდება", - ამბობს ბეჟან წაქაძე.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press