პუტინს მეტი რომ შეეძლოს, ამას უკვე გააკეთებდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა.
მისივე თქმით, პუტინი დასავლეთის ქვეყნებისგან რაიმე ქმედებას არ ელის, ის ცდილობს, რომ გაანადგუროს უკრაინა და ნებისმიერ ფასად უნდა შეჩერდეს.
"უკრაინის დასავლელი მოკავშირეები არ გადასცემენ უკრაინას გარკვეული ტიპის იარაღს იმის გამო, რომ ე.წ. წითელი ხაზები უნდა იყოს დაცული, რათა არ მოხდეს პუტინის პროვოცირება. ეს აბსოლუტურად არასწორია, საერთოდ არ მესმის. პუტინს მეტი რომ შეეძლოს, ამას უკვე გააკეთებდა.
პუტინი დასავლეთის ქვეყნებისგან რაიმე ქმედებას არ ელის. ის ცდილობს გაანადგუროს უკრაინა და ნებისმიერ ფასად უნდა შეჩერდეს", - განაცხადა ვოლკერმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press