Foto

პუტინი - დარწმუნებული ვარ, ერთად მივაღწევთ სამართლიანი სამყაროს ჩამოყალიბებას

დარწმუნებული ვარ, ერთად მივაღწევთ უფრო სამართლიანი, მრავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რუსეთს მრავალი მოკავშირე და პარტნიორი ყავს სხვადასხვა რეგიონსა და კონტინენტზე, მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი  აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან პარტნიორობას გააგრძელებს.

"დარწმუნებული ვარ, ერთად მივაღწევთ უფრო სამართლიანი, მრავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებას, ხოლო ექსკლუზიურობის იდეოლოგია, ისევე როგორც ნეოკოლონიალური სისტემა, რომელიც ემყარება მთელი მსოფლიოს რესურსების ექსპლუატაციას, წარსულს ჩაბარდება.

ძალიან ვაფასებთ ფაქტს, რომ რუსეთს ჰყავს მრავალი მოკავშირე და პარტნიორი სხვადასხვა რეგიონსა და კონტინენტზე. გულწრფელად ვაფასებთ ჩვენს ისტორიულად ძლიერ, მეგობრულ და ჭეშმარიტად ნდობაზე დაფუძნებულ კავშირებს აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან და ამას გავაგრძელებთ. ჩვენ მათი გაძლიერება შეგვიძლია", - თქვა პუტინმა.