Foto

იაპონიამ უკრაინას 100 სამხედრო მანქანა გადასცა

იაპონიამ უკრაინას 100 სამხედრო მანქანა გადასცა. ამის შესახებ განცხადება იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული საგანგებო ცერემონიისას გააკეთდა.

არსებულის შესახებ გადაწყვეტილება მხარეებმა ჰიროსიმაში გამართულ, დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ მიიღეს.

სამიტზე, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ იაპონია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

ცნობისთვის, პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინა ტოკიოსგან სამხედრო მანქანებს იღებს.