Foto

სტოლტენბერგი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დემოკრატიული ღირებულებები დაიცვას

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, რომელიც ჩვენ ყველას გვწამს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ელის, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ დაეხმარებიან.

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, რომელიც ჩვენ ყველას გვწამს. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ველით, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და არ გაუადვილებენ რუსეთს, დააფინანსოს და ორგანიზება გაუწიოს აგრესიის ომს უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.