საიდუმლო არ არის, რომ დასავლელი ოპონენტები ცდილობენ, დაპირებებითა და შანტაჟით დაარწმუნონ ჩვენი მრავალი პარტნიორი, რომ შეაჩერონ რუსეთთან მომგებიანი თანამშრომლობა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი ყოველთვის პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერად ეკიდება ქვეყანებთან ურთიერთობას და შეთანხმებებს ყოველთვის ასრულებს.
„მინდა, აღვნიშნო, რომ რუსეთი ყოველთვის პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერად ეკიდება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობას და ჩვენ ვასრულებთ სრულად. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სრულად და დროულად ვასრულებთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მიღებულ შეთანხმებებს და საერთოდ, ჩვენს შეთანხმებებს სრულად ვასრულებთ“, - განაცხადა პუტინმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press