რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინული სპეცრაზმის მიერ განადგურების „კანდიდატთა“ სიის სათავეში დგას. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.
სკიბიცკიმ დაადასტურა, რომ რუსეთში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმები უკრაინის სხვადასხვა დეპარტამენტის დამსახურებაა.
"ის (პუტინი) ამჩნევს, რომ ჩვენ ვუახლოვდებით, მაგრამ შესაძლოა, მას ეშინია, საკუთარმა ხალხმა არ მოკლას. ის ახლა იწყებს თავის გამოყოფას და თუ ასეა, მაშინ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, ეს ნამდვილად ის არის თუ არა",- ამბობს სკიბიცკი.
მისივე თქმით, უკრაინული დაზვერვა „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციას ცდილობს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press