Foto

კულება - ლავროვი ჩემს კვალს დაჰყვება

ლავროვი ჩემს კვალს დაჰყვება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

როგორც კულებამ აღნიშნა, მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს მის ვიზიტებს აფრიკის ქვეყნებში და გეგმავს ლავროვის მოგზაურობას.

"ვიცი, რომ ჩემს ტურს მოსკოვში ყურადღებით ადევნებენ თვალს და სადაც გამოვჩნდები, მიდის რუსეთის ელჩი და ამბობს, რა ცუდია, რომ უკრაინელი მინისტრი მიიღეს. 

ლავროვი ჩემს კვალს დაჰყვება და ცდილობს ესაუბროს იმ ადამიანებს, ვისაც მე ვესაუბრე და გეგმავს ვიზიტს აფრიკაში“, - განაცხადა კულებამ.