რუსეთმა ხუთი შვედი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მიღებული გადაწყვეტილება ერთი თვის წინ შვედეთის მიერ რუსეთის ხუთი დიპლომატის გაძევების პასუხია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შვედ დიპლომატებს ევალებათ, დატოვონ რუსეთის ფედერაცია იმავე ვადაში, რომელიც შვედეთის ხელისუფლებამ გამოყო რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გასასვლელად.
„შვედეთის ხელისუფლების მხრიდან ამ ქმედებებმა კიდევ უფრო გააუარესა ვითარება ორმხრივ ურთიერთობებში, რომელებმაც მიაღწიეს უპრეცენდენტოდ დაბალ დონეს, განსაკუთრებით უწყვეტი რუსოფობიული კამპანიის შედეგაც, რომელიც შვედეთშია“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press