Foto

ოსტინი - რუსეთის ფედერაციამ დომინანტური უპირატესობა უკრაინის ცაზე ვერ მოიპოვა

რუსეთის ფედერაციამ, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ვერ მოიპოვა დომინანტური უპირატესობა უკრაინის ცაზე, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

როგორც ოსტინმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინის მხარდამჭერთა ერთიანობა დაინგრეოდა, მაგრამ უკრაინის დახმარება ურყევი რჩება და „რამშტეინი“ გაჩერებას არ აპირებს

"ჩვენ ვეხმარებით უკრაინას ცის დაცვაში და უკან არ დავიხევთ. რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის საჰაერო სივრცეში დომინირება...პუტინმა ფსონი დადო, რომ ჩვენი ერთობიანობა დაინგრეოდა, მაგრამ ჩვენ ვართ იმაზე უფრო ერთიანები, ვიდრე ოდესმე", - განაცხადა ოსტინმა.