რა თქმა უნდა, მე როგორც საქართველოს მოქალაქე, მიმაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ოკუპანტი ქვეყანაა - ორი აზრი არ არსებობს ამაში, მიუხედავად ამისა, ეს არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩვენ გავწყვიტოთ ევქარისტიული კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მოსკოვში მისი ვიზიტი და წირვაში მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს, რომ ის რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკას იზიარებს.
"რა თქმა უნდა, მე როგორც საქართველოს მოქალაქე, მიმაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ოკუპანტი ქვეყანაა - ორი აზრი არ არსებობს ამაში. მიუხედავად ამისა, ეს არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩვენ გავწყვიტოთ ევქარისტიული კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ამიტომ, მე მონაწილეობას ვიღებდი წირვაში და მე რუსეთის პატრიარქს მივულოცე ანგელოზის დღე და რა სიტყვები ვუთხარი, როგორ ვისაუბრეთ, თუ მქონდა მასთან ეს პირადი საუბარი - ეს შემიძლია, მოგიყვეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთ ფორმატში არა. მე შემიძლია გითხრათ ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ ჩემი მონაწილეობა წირვაში არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მე რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკას ვეთანხმები. ამასთან არაფერი საერთო არ მაქვს საერთოდ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში წმ. კირილესა და მეთოდეს ხსენების დღეს რუსეთში იმყოფებოდა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press