Foto

ზურაბიშვილი ფრენებზე - ნუთუ, ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!

გაუგებარია, როდესაც ევროპასა და ამერიკას ყველაფერს აბრალებ - "მეორე ფრონტის" გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს მიმართა და მათ ბოდიში მოუხადა.

"გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების საჩუქარი. ნუთუ, ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?! 

და ახლა, ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს - მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეუაცხყოფაა.

გაუგებარია, როდესაც ევროპასა და ამერიკას ყველაფერს აბრალებ - "მეორე ფრონტის" გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ. საქართველოში კი, ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ",- თქვა პრეზიდენტმა.