Foto

შოლცი - შესაბამის დროს პუტინთან ხელახლა დალაპარაკებას ვაპირებ

პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ გარკვეული დრო გავიდა, მაგრამ მე ვაპირებ პუტინთან ხელახლა დალაპარაკებას შესაბამის დროს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, სამართლიანი მშვიდობის საწინდარი უკრაინის ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანა უნდა იყოს, მაგრამ ამისთვის, რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ სცენარი, რომლის მიხედვითაც, დღევანდელი ფრონტის ხაზი გახდება ახალი „საზღვარი“ რუსეთსა და უკრაინას შორის არის მიუღებელი.

მანვე დასძინა, რომ გერმანია კვლავ გააგრძელებს უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას, მაგრამ ამასთან ერთად ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირ კონფლიქტს აირიდებს.