წარმოუდგენელია მმართველი პარტიის, პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი არ იღებდეს მონაწილეობას ასეთ ოფიციალურ ღონისძიებაში, ეს არის გზავნილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, გზავნილი კრემლისთვის, რომ მას არ აინტერესებს დამოუკიდებელი საქართველო, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებაში არ მონაწილეობის საკითხი.
გარდა ამისა ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის დღევანდელი ქმედება იყო საბოტაჟი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ვინაიდან მათ ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ, რადგანაც ვერ იყოფენ პრემიერ-მინისტრის სკამს.
„ცივილიზებულმა სამყარომ, დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს, არის კრემლის, პუტინის რუსეთი, რომელმაც არც მიულოცა, არც აღიარებს ქვეყნის დამოუკიდებლობას და ზუსტად ისევე იქცევა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, ვგულისხმობ ირაკლი კობახიძეს, რომელსაც არ აინტერესებს დამოუკიდებლობის დღე და არც გამოცხადებულა ოფიციალურ ღონისძიებაზე. გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად რუსულია მისი დამოკიდებულება დამოუკიდებლობის დღისადმი, წარმოუდგენელია მმართველი პარტიის, პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი არ იღებდეს მონაწილეობას ასეთ ოფიციალურ ღონისძიებაში, ეს არის გზავნილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, გზავნილი კრემლისთვის, რომ მას არ აინტერესებს დამოუკიდებელი საქართველო და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს აქვთ დაპირისპირება ერთმანეთთან, ვერ იყოფენ პრემიერმინისტრის სკამს, ვერ იყოფენ ბიძინა ივანიშვილის სკამზე ვინ უფრო მოურავი იქება და ეს იყო ერთგვარი საბოტაჟი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ასე ძიძგნიან ჩვენს ქვეყანას, ვერ იყოფენ თანამდებობებს მილიონებს, კორუფციულ სისტემებს, რომლებიც მრავლად არის „ქართულ ოცნებაში“ და ირაკლი კობახიძე დღეს ნათლად ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ის არ აღიარებს საქართველოს არაფორმალური მმართველის მიერ დანიშნულ მოურავს და ის უკეთესი მოურავია, უკეთესად მოემსახურება ბიძინა ივანიშვილს და ეს იყო გზავნილი ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის არ დაემორჩილება ირაკლი ღარიბაშვილს. ახლა საბოლოო ჯამში ეს დაპირისპირება გადადის უმწვავეს რეჟიმში, თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა კარგად უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ეს ყველა რუსი და კრემლიდან მართული აგენტურა გვყავს გასაგდები კინწისკვრით, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, 26 მაისის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ იმყოფებოდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press