თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე გაკეთებული განცხადებები აბსურდულად შეაფასა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ის არ აპირებს პოლემიკაში შესვლას და სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთებას.
"რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, მე არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას, არ ვაპირებ რაიმე კომენტარი გავაკეთო მის აბსურდულ განცხადებაზე, პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემ, ამიტომ თავს შევიკავებ განცხადებისგან", - განაცხადა კალაძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press