Foto

გომელაური ზურაბიშვილზე - არ ვეთანხმები, ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ფიქრობს

რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები, ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ფიქრობს, - ასე შეაფასა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ხელისუფლება ხედვა არის სწორი, ვინაიდან ყველაფერი რაც კეთდება, კეთდება ქვეყნის საკეთილდღეოდ.

"ამაზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებ. ამ შემთხვევაში, თავს შევიკავებ. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და არასწორია. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ვფიქრობთ, ჩვენი სწორი არჩევანია, ვთქვათ, ეს თუ იმ მიმართულებით, ჩამოთვალა ქალბატონმა სალომემ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ფიქრობს", - განაცხადა გომელაურმა.