Foto

სომხეთის საგარეო - კიშინიოვში გასამართ სამიტზე აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა არ იგეგმება

კიშინიოვში გასამართი სამიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა არაა გათვალისწინებული. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე თქმით, შეთანხმებაზე ხელმოწერა მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც საკვანძო საკითხებზე გადაწყვეტილებები მიღებული იქნება.

„როგორც არაერთხელ გვითქვამს, ოფიციალური ერევანი მზად იქნება შეთანხმების ხელმოსაწერად, როდესაც საკვანძო საკითხებზე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - აცხადებენ სომხეთის საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას, შესაძლოა, მოლდოვაში დაგეგმილი ევროპული სამიტის დროს მოაწერონ ხელი.