მე ამ ქვეყანაში დიდი ხანია არაფერი მწყინს, მაგრამ არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას ჰქონდა მცდელობა, რომ შეექმნა ერთი პროტოკოლის უწყება, რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებით, რათა ქვეყნის შიგნით სამუდამოდ დალაგებულიყო სიტუაცია, თუმცა, ეს არ გამოვიდა, რადგან მისივე თქმით ყველას კერძო ამბიციები ამოძრავებს.
"მე ამ ქვეყანაში დიდი ხანია არაფერი მწყინს და ამით მე ვერავინ მაწყენს, მაგრამ, მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის. არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს, არ შეიძლება, არცერთ ქვეყანაში, ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი - პროტოკოლი არა მხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება, ისე რომ არ მოხდეს არაფერი და რაც არ უნდა იყოს აზრების განსხვავება, ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს და ეს იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული
ამისთვის, სხვათა შორის, მე ვეცადე, სამი წელია, რომ ერთი პროტოკოლის უწყება შეგვექმნა, ანუ კოორდინაცია შეგვექმნა სხვადასხვა სამინისტროს და ყველასთან ერთად, თუნდაც საპატრიარქოსთან, და ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, რაც ასევე არის სახელმწიფოს საკითხი, მაგრამ არ იქნა, იმიტომ, რომ ყველას აქვს თავისი პატარა კერძო ამბიციები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press