ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღეა გვაკრიტიკებს მთელს ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში, ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქათველოში არის დემოკრატია და მოქალაქეებს სრული თავისუფლება აქვთ.
"დღეს გვაქვს დემოკრატია, მეგობრებო - აი, თუნდაც, ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღეა გვაკრიტიკებს მთელს ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში, ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, დადასტურება. ჩვენს ქვეყანაში გვაქვს დემოკრატია, თავისუფლება, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ სრული თავისუფლება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press