დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა, მსოფლიო დგას ბირთვული ომის საფრთხის წინაშე, ეს არაა ვიღაცის მოგონილი, მოუსმინეთ ბირთვული სახელმწიფოების ლიდერებს, მათ რიტორიკას, მათ მუქარებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა ქვეყნის გადარჩენაზე და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იფიქროს, როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს მმართველი პარტია ამ ვალდებულებას წარმატებით ასრულებს და მომავალშიც გააგრძელებს, რაც ქვეყანას საბოლოოდ სამშვიდობოს გაიყვანს.
"დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა, მსოფლიო დგას ბირთვული ომის საფრთხის წინაშე, ეს არაა ვიღაცის მოგონილი, მოუსმინეთ ბირთვული სახელმწიფოების ლიდერებს, მათ რიტორიკას, მათ მუქარებს - დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა რაც ძალიან საშიშია.
ასეთ ვითარებაში მინდა ყველას გკითხოთ, გავხსნათ დისკუსია - პატარა ქვეყნის, მაგრამ ძალიან ამაყი ქვეყნის და ამაყი ქართველი ხალხის ხელისუფლებამ როგორ უნდა იმოქმედოს. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, რომ პირველ რიგში ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამას, ვფიქრობ, ძალიან წარმატებით ვახერხებთ და ჩვენ ამ ვალდებულების შესრულებას გავაგრძელებთ და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press