თურქეთში, დღეს, 28 მაისს რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.
ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ უპირისპირდებიან.
საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 60 მილიონს აჭარბებს.
შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.
პირველი ტურის შედეგების მიხედვით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52%, ქემალ ქილიჩდაროღლუმ 44,88%, ხოლო სინან ოღანმა 5.17% მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილზე გასულმა სინან ოღანმა რამდენიმე დღის წინ მეორე ტურში მხარდაჭერა მოქმედ პრეზიდენტს გამოუცხადა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press