იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის განცხადებები დამაზიანებელი, მათ შორის ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით არ იყოს.
„იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის განცხადებები, ამ შემთხევაში, არ იქნება დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებ. ვსაუბრობ შესაძლო განცხადებებზე, რომელმაც შესაძლოა, დააზიანოს სახელმწიფო ინტერესი, იმედია, ასეთი არ იქნება“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press