Foto

ბელარუსი ოპოზიციონერის განცხადებით, ლუკაშენკო მოსკოვის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვალერი ცეპკალო აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, კრიტიკულ მდგომარეობაში, მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ცეპლაკომ ასევე განაცხადა, რომ იყო მცდელობა, რუსეთის პრეზიდენტის აპარატის ცენტრალურ დირექტორატში ლუკაშენკოს კლინიკაში გადაყვანა სამედიცინო შემოწმებით აეხსნათ.

„ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, რომელიც დამატებით დადასტურებას მოითხოვს, ლუკაშენკა, პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ, სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ამჟამად იმყოფება",- ამბობს ბელარუსი პოლიტიკოსი.