სამწუხაროდ, პრეზიდენტის განცხადებები გვახსენებს, როგორი ადამიანის პოზიციას, იცით? შარზე რომ არის ადამიანი და თავს რომ იბრაზებს, რაღაც უნდა ამის შემდეგ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე ამბობს, რომ "დამოკიდებულება პროვოკაციულია" და "ქართული ოცნება" პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს.
„იმდენად პროვოკაციულია დამოკიდებულება, რომ ჩვენ ამ პროვოკაციას, მგონი, არ უნდა წამოვეგოთ. ასეთია ეს დამოკიდებულება თავის რაღაცა გაბრაზებით, ხან რაღაც ზოგადი პოლიტიკური სარჩულით და მერე არასწორი, აბსოლუტურად არარელევანტური მესიჯებით, 26 მაისთან დაკავშირებით განსაკუთრებით. საზოგადოების რეაქციაც შესაბამისი იყო. შემდეგ პროტოკოლზე გაბრაზება. რას ემსახურება, შეიძლება, ეს მომავალმა გამოაჩინოს. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ“,- ამბობს მდინარაძე, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press