რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრეჰემი ძებნილთა სიაში შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს..
მედიის ცნობით, სენატორის ძებნილთა სიაში შეყვანის ბრძანება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინმა მას შემდეგ გასცა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სენატორი ამბობდა, რომ "აშშ-ს საუკეთესოდ დახარჯული ფული" არის ის დახმარება, რომლის შედეგადაც "რუსები იხოცებიან".
"1955 წლის 9 ივლისს დაბადებული ამერიკელი გრეჰემ ლინდსი ოლინი იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით",- ნათქვამია დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში.
ამასთან, როგორც მოგვიანებით გამოცემა Reuters-მა გაარკვია, სენატორის სიტყვები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ იყო და სინამდვილეში ის ამბობდა, რომ "აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინისთვის არის ვაშინგტონის მიერ საუკეთესოდ დახარჯული ფული".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press