Foto

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური - მალე სამხედროები შეტევაზე გადავლენ

მალე უკრაინელი სამხედროები შეტევაზე გადავლენ,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.

უკრაინული მედიის ნობით, სირსკი ლიმანის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე ჩავიდა და შეხვდა იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ყველაზე "ცხელ წერტილებში" ასრულებენ დავალებებს.

„ჩვენი ქვედანაყოფები სტაბილურად აგრძელებენ თავიანთი ხაზებისა და პოზიციების დაცვას, იგერიებენ მტრის წინსვლის ყველა მცდელობას. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარი და ფრონტზე არსებული ვითარება“,- თქვა სირსკიმ, რომელმაც უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა.