ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, გვყავს დამნაშავეები. პოლიტიკური პატიმრების საკითხი ჩვენ 2012 წელს დავასრულეთ,- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტში პოლიტიკური ორგანიზაცია „ალდეს“ მიერ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც საუბარია საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე.
თბილისის მერის თქმით, საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობის პრაქტიკა 2012 წელს დასრულდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი ამის შემდეგ ხალხის და ქვეყნის ინტერესებს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად მაქსიმალურად იცავს.
„არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, ხელისუფლება ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს, რაც სჭირდება ჩვენს სამშობლოს, ქვეყნის მომავალს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ ჩვენს საკუთარ ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე, უარი ვთქვათ იმ ტრადიციებზე, ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომელიც გაგვაჩნია და რითაც დღემდე მოვედით. შესაბამისად, ამ ყველაფრით და ამ ყველაფერთან ერთად წარმოგვიდგენია ევროპული მომავალი, ამ ქვეყნის განვითარება. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, ვინც იცავს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის ინტერესებს. ეს ასეა და ასე იქნება მომავალში. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, ჩვენ პოლიტიკური პატიმრების საკითხი, ზოგადად, დავამათავრეთ 2012 წელს. ვიცით ყველამ, რა ხდებოდა ამ მიმართულებით, რა დამოკიდებულება იყო განხვავებული აზრის ადამიანების მიმართ. დღეს, საბედნიეროდ, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს. გვყავს კონკრეტული დამნაშავეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, საქართველო ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმას ივნისის ბოლომდე შეასრულებს და ამის შემდეგ სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყნის მეგობრებზე იქნება დამოკიდებული.
„რაც შეეხება ევროპულ მომავალს და სტატუსის საკითხს, 12-პუნქტიან გეგმას, მიუხედავად იმისა, რომ მოგვცეს ეს რეკომენდაციები, ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას და ყველანაირად წინ ვიყავით, თუ შევედრებით სხვა ქვეყნებს, ვისაც მიენიჭა სტატუსი. მიუხედავად ამისა, 12-პუნქტიან გეგმას აუცილებად შევასრულებთ. ივნისის ბოლოს ყველაფერი იქნება შესრულებული და შემდეგ, ჩვენს მეგობრებზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სტატუსის მოცემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press