პრეზიდენტი საუბრობს, არ მოქმედებს. თუ მოქმედება უნდა სალომე ზურაბიშვილს, შეუძლია გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, შეუძლია გაათავისუფლოს ნიკა გვარამია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტი და "ქართული ოცნება" ერთმანეთს ეჯიბრება, "ბიძინა ივანიშვილის კარზე ვინ უკეთესი მოურავი იქნება".
"პრეზიდენტი და ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრება, ბიძინა ივანიშვილის უკეთესი მოურავი რომელი იქნება. ჩემთვის, უკაცრავად, მაგრამ არანაირი სხვაობა არ არის სალომე ზურაბიშვილსა და რუსულ პარტიას შორის. ერთია, რომ [პრეზიდენტი] საუბრობს, არ მოქმედებს. თუ მოქმედება უნდა სალომე ზურაბიშვილს, შეუძლია გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, შეუძლია გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. წინააღმდეგ შემთხვევვაში, ორ რუსულ ძალას შორის არის შიდა დაპირისპირება იმიტომ, რომ მათ შორის საუბრის გარდა, არაფერი სხვაობა არ არის, ქმედებებით აბსოლუტურად იდენტური არიან. ამიტომ, როცა ბიძინა ივანიშვილის კარზე ერთმანეთს რაღაცაში ეჯიბრებიან ეს ნაკლებად საინტერესოა საზოგადოებისთვის",- განაცხადა ხაბეიშვილმა ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში, სადაც ამ წუთებში ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press