რუსული აგრესიის შეჩერება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებით უნდა მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინსიტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
როგორც კულებამ აღნიშნა, რუსული თვითმფრინავებითა და რაკეტებით თავდასხმა, რომელიც უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისა და მოსახლეობისკენაა მიმართული, არის სამხედრო დანაშაული, რომელიც არ უნდა ჩაითვალოს ჩვეულებრივ ამბად.
"რუსული თავდასხმები თვითმფრინავებითა და რაკეტებით, რომელიც მშვიდობიანი უკრაინის ქალაქებისკენაა მიმართული, არ შეიძლება ჩაითვალოს ჩვეულებრივ ამბად, რაც არ უნდა ხშირად ხდებოდეს. ეს ყველაფერი ომის დანაშაულია და მათი შეჩერება უნდა მოხდეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერებით, მათ შორის F-16 გამანადგურებლების მიწოდებით და რუსული აგრესიის დამარცხებით", - წერს კულება.
ცნობისთვის, რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, 11:00 საათის შემდეგ, დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. 11:20 საათზე კიევის ცენტრი აფეთქებების ხმა გაისმა. საჰაერო განგაში იყო ასევე გამოცხადებული ხარკოვსა და ჩერნიგოვში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press