რუს ოკუპანტებს იარაღის დეფიციტი ემუქრებათ, ხოლო უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი პარტნიორების იარაღის მიწოდებაზეა დამოკიდებული, 50-ზე მეტი ქვეყანა უჭერს მხარს, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა ყველა საჰაერო თავდასხმას მოიგერიებს, თუმცა მთავარია, რომ დასავლეთმა დროული დახმარება უზრუნველყოს და მიაწოდოს უკრაინას F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები.
"რუს ოკუპანტებს იარაღის დეფიციტი ემუქრებათ, ხოლო უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი პარტნიორების იარაღის მიწოდებაზეა დამოკიდებული, 50-ზე მეტი ქვეყანა უჭერს მხარს. ჩვენ ყველა საჰაერო თავდასხმას მოვიგერიებთ. მთავარია, დროულად მივიღოთ დახმარება დასავლეთისგან და დაველოდოთ F-16-ებს, რომლებიც ომის ტალღის მთლიანად შემობრუნებას შეძლებენ", - განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.
ცნობისთვის, რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, 11:00 საათის შემდეგ, დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. 11:20 საათზე კიევის ცენტრი აფეთქებების ხმა გაისმა. საჰაერო განგაში იყო ასევე გამოცხადებული ხარკოვსა და ჩერნიგოვში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press