რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი, ყველაზე ცუდი სცენარია, მაგრამ ეს შესაძლებელია, - ამის შესახებ ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსმა კარელ რზეჰკამ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამოცდილებიდან გამომდინარე, აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, სწორედ ამ ეტაპს გადის ახლა ჩეხეთი, ვინაიდან, როგორც რზეჰკა აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ნატო-ს წინააღმდეგ ომს დაიწყებს, ჩეხეთიდან დიდი რაოდენობით ჯარისკაცები ალიანსის დასაცავად ომს შეურთდებიან.
„ჩეხეთის რესპუბლიკა ნატო-ს წევრი ქვეყანაა და ამას მოაქვს სარგებელი, თუმცა ასევე აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს. ამიტომ, ომის დაწყების შემთხვევაში, ჩეხი ჯარისკაცების დიდი რაოდენობა შეუერთდება საბრძოლო მოქმედებებს ალიანსის გეგმების შესაბამისად“, - აღნიშნა რზეჰკამ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press