საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან, რომლებსაც მტკიცე ურთიერთობები აკავშირებთ.
"ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახალ არჩევას! საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან, რომლებსაც მტკიცე ურთიერთობები აკავშირებთ და რომელიც აგრძელებს განვითარებას. მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად", - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ, 28 მაისს გაიმართა, რომელშიც თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მეორე არჩევნების ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press